пятница, 30 июня 2017 г.

მე-5 დღე

პროექტის პრეზენტაცია
ვისწავლეთ ინტერნეტის მიზანმიმართულებით გამოყენება.ბუკმერით სასურველი საიტებითს დამახსოვრება. საავტორო უფლებების დაცვა მოძიებულ მასალაზე დავასწავლოთ მოსწავლეებს. პორტფოლიოში შევინახე დოკუმენტი რომელშიც აუცილებლად დავიცავ საავტორო უფლებებს. შევქმენით სავარაუდო ნაშრომი რომლითაც ვითვალისწინებთ მოსწავლის შესაზლებლობებს, უნარებს.

понедельник, 26 июня 2017 г.

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით; განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, რომელიც დამეხმარა მოსწავლეთა წინარე ცოდნის გამოვლენაში, გაგების დემონსტრირების შემუშავებაში. შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს გამოვიყენებ ჩემი პროექტის მანძილზე. შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც გამოვიყენებ აუდიტორიის გასაცნობად. 

воскресенье, 25 июня 2017 г.

მე-3 დღე

ეს მოდული დამეხმარა , გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რამდენიმე თვალსაზრისით. სტანდარტები დამეხმარა,რომ ჩემი პროექტი მოვარგო ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ჩემს მოსწავლეებს და მე დაგვეხმარება  პროექტის სიღრმისეულ წვდომაში.

воскресенье, 18 июня 2017 г.

2--დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმის პროცესში.
ვგეგმავ პროექტისათვის ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებზეა ორიენტირებული. ამ მოდულმა მასწავლა ჩემი პროექტი დავაანონსო წინასწარ სამიზნე ჯგუფისათვის.მოვიფიქრო ისეტი აქტივობები როგორიცაა; მკვლევარი, ისტი...რომელსაც გამოიყენებენ მოსწავლეები.

1-ლი დღე

   გავეცანი ამ ტრენინგის მიზანს. განვიხილეთ 8 მოდული. პროექტული სწავლების რაობას, პროექტის გეგმის შაბლონს. შევქმენი ჩემი ფაილი და შევინახე პორტფოლიოში.

  გვყავს გულისხმიერი ტრენერი, რომელიც დიდი მოთმინებით გვიხსნის და გვასწავლის თვითოეულ საკითხს.